fbpx
19:47 | 2020-08-01 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„საბურთალო“ ერთ-ერთ სტადიონს შაქარაშვილის სახელს მიანიჭებს

„საბურთალო“ ერთ-ერთ სტადიონს შაქარაშვილის სახელს მიანიჭებს

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ცნობით, ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ.

 

გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ! - რა ამბავი გააჟღერა პირდაპირ ეთერში კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა
2020-07-30გიორგი შაქარაშვილის მშობლები გაიხარებენ! - რა ამბავი გააჟღერა პირდაპირ ეთერში კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა
„ორშაბათს, 3 აგვისტოს, 15:30 საათზე, „საბურთალოს“ ხელმძღვანელები იოსებიძის ქუჩაზე არსებული აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ“, – წერია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

 

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე
X