
უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ სააკაშვილის დანიშვნას, ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ეხმიანება.
„როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნული პირი მიხეილ სააკაშვილი არ არის. ის მისი ორეულია“. – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.
სააკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა ზელენსკიმ უკვე მიულოცა.