01:10 | 2020-03-24 ავტორი: ანეტი მიქელაძე

საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობის დროს ჩატარებული წირვის გამო მღვდელი დააკავეს

საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობის დროს ჩატარებული წირვის გამო მღვდელი დააკავეს

საბერძნეთში მართლმადიდებელი მღვდელი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი დაარღვია და მასობრივი წირვა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

 

საბერძნეთში კორონავირუსის აფეთქების ფონზე რელიგიურ შეკრებებზე მორატორიუმია გამოცხადებული. კუნძულ კიტირაზე მიტროპოლიტმა სერაფიმმა პოლიციას მიმართა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მუნიციპალიტეტის მერმა მისი დაკავების ბრძანება გასცა.

 

მღვდლის თქმით, მას ჯერ არ მიუღია საბერძნეთის არქიეპისკოპოსისგან გზავნილი წირვების შეჩერების თაობაზე.

 

მღვდელი ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია და მას სამართალდამცველებმა მოუწოდეს, რომ მომავალში კანონს დაემორჩილოს.

 

საბერძენთში ამ ეტაპისთვის კორონავირუსის 695 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X