18:52 | 2020-03-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საბერძნეთში 2020 წლის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა გაუქმდა

საბერძნეთში 2020 წლის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა გაუქმდა

საბერძნეთში, 2020 წლის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა, კორონავირუსის გამო გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა, მას შემდეგ მიიღო, რაც ესტაფეტის პირველ ეტაპზე მოულოდნელი ხალხმრავლობა დაფიქსირდა.

 

ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა საბერძნეთში 7 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა პარასკევს, როცა ჩირაღდანი ქალაქ სპარტაში ჩაიტანეს, ესტაფეტაში მონაწილეობა ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ბილი ზეინმა და ჯერარდ ბატლერმა მიიღეს და ცერემონიას უჩვეულოდ ბევრი მაყურებელი ჰყავდა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები