fbpx
20:54 | 2020-08-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

საბედისწერო სამოსი – შორტების გამო ყვარელწყალში ცემის მეორე შემთხვევა მოხდა

საბედისწერო სამოსი – შორტების გამო ყვარელწყალში ცემის მეორე შემთხვევა მოხდა

პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში, თბილისიდან ჩასულ მამაკაცსა და მის არასრულწლოვან შვილს, შორტების გამო, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, შელაპარაკება სტუმრებსა და სოფელ დუისში მცხოვრებ პირებს შორის, ყვარელწყალის შესასვლელში მდებარე კაფესთან დაიწყო.

 

ერთ- ერთმა ახალგაზრდამ, ბიჭს შენიშვნა მისცა, შორტებით ნუ დადიხარო, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. დაპირისპირებაში მამამისიც ჩაერთო და უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. იმ ოჯახს ყვარელწყალში სახლი აქვს და წასულები არიან. კაცს, როგორც ვიცით, ხელი აქვს მოტეხილი- უთხრა „პრაიმტაიმს” ერთ- ერთმა ადგილობრივმა.

 

მამა-შვილი შორტების ჩაცმის გამო სცემეს - პანკისი
2020-08-18მამა-შვილი შორტების ჩაცმის გამო სცემეს - პანკისი

 

ჩაცმულობის გამო, კონფლიქტს სამოქალაქო აქტივისტი, რამზან გორგიშვილიც ადასტურებს.

 

„დაახლოებით, ერთი კვირის წინ მოხდა ეგ ამბავი. ჩვენ არ მოგვწონს ძალადობა, ვცდილობთ ყველას ავუხსნათ, რომ ჩაცმულობის საკითხი, ძალიან პირადულია და ამაში ჩარევის უფლება არავის აქვს.

 

მაინც გამოჩნდება- ხოლმე ვიღაც, ვისაც სწორად არ ესმის და სამწუხაროდ, საკითხის განზოგადება ქისტებზე ხდება. დღეს, როგორც ვიცი, პოლიცია იყო და კონფლიქტში მონაწილე პირები წაიყვანეს” – განაცხადა გორგიშვილმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 126- ე მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით, პოლიციას არავინ დაუკავებია.

 

ჩაცმულობის გამო, პანკისის ხეობაში, გასულ წელს, მოძრაობის თეატრის მსახიობსაც სცემეს. კონფლიქტის მიზეზი, მაშინაც სოფელ დუისში, მსახიობის შორტებით გადაადგილება გახდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X