00:57 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

საბედისწერო პაემანი საქმროსთან – ფოტოების გადაღების დროს ქალი კაშხალში გადავარდა და გარდაიცვალა

საბედისწერო პაემანი საქმროსთან – ფოტოების გადაღების დროს ქალი კაშხალში გადავარდა და გარდაიცვალა

საქმროსთან პაემანი ტრაგიკულად დასრულდა 31 წლის ქალისთვის, რომელიც სურათების გადაღების დროს კაშხალში ჩავარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ pulse.com წერს.

 

კენიელი დორკას ჩუმბა საქმროსთან ერთად ნანდის მხარეში იმყოფებოდა, სადაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

გარდაცვლილის შეყვარებული ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი პიკნიკზე წაიყვანა ცნობილ ჩანჩქერზე, სადაც მათ დასვენება სურდათ. ფოტოებს კი თავად უღებდა.

 

მისივე თქმით, ქალის გადარჩენის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან მდინარე მძვინვარებდა.

 

გარდაცვლილის ძმა ცხედრის გადასვენების პროცესში დახმარებას ითხოვს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X