21:23 | 2020-09-15 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„საავადმყოფოში ცხოვრებაში პირველად ვარ“ – როგორია გედევან ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„საავადმყოფოში ცხოვრებაში პირველად ვარ“ – როგორია გედევან ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დეპუტატ გედევან ფოფხაძეს Covid-19 ორი დღის წინ დაუდასტურდა. პოლიტიკოსი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

მისი თქმით, ინფიცირებულის ამპლუაში ყოფნა უჩვეულოა, რადგან ცხოვრებაში პირველად აღმოჩნდა საავადმყოფოში.

 

გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-09-13გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

„ჯანმრთელობის გაუარესება არ შეინიშნება, სიცხე ზოგჯერ მაქვს ზოგჯერ არა, თუმცა საერთო სისუსტეს ვგრძნობ. სიმართლე გითხრათ საავადმყოფოში ცხოვრებაში ვერ პირველად, მანამდე საავადმყოფოში არ ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ 45 წლის ვარ, ერთხელ გავათიე ღამე, ისიც ახლობელთან ვიყავი.

 

რაც შეეხება მკურნალობას, არის ნორმალური, თუმცა საერთო სისტემამ ჯანდაცვის, მე როგორც პაციენტს მაგრძნობინა, რომ სახელმწიფო არ არის მზად, რომ მსგავს საკითხებს გაუმკლავდეს. როცა დავრეკე 112-ში და გადამიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, იქ არ იყო ისეთი პირობები, რომლითაც საავადმყოფო უნდა იღებდნენ პაციენტებს.

 

აშკარაა, რომ რესპუბლიკური ძალიან შორის არის ყველა ამ პროცესისგან და თუკი ესენი ასე ანგარიშობენ ათასობით ადგილს, როგორი პირობებიც რესპუბლიკურშია, ეს არასწორია“, – აღნიშნავს გედევან ფოფხაძე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X