fbpx
11:49 | 2020-12-02 ავტორი: თამთა თორდია

საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება – კალაძე

საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს საახალწლო სოფლის მოსაწყობად განკუთვნილი თანხები, გაჭირვებულ მოქალაქეებს მოხმარდებათ.

წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა
2020-12-02წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა

 

როგორც კალაძე განმარტავს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა.

 

„ჩვენ 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის მოწყობაში, ეს თანხები მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და ამ თანხით ჩვენ დავეხმარებით მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X