15:37 | 2020-05-08 ავტორი: თამთა თორდია

სააკაშვილს მოგონილი თანამდებობა შესთავაზეს – კახა კალაძე

სააკაშვილს მოგონილი თანამდებობა შესთავაზეს – კახა კალაძე

მოგონილი თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში, – აცხადებს კახა კალაძე.

 

თბილისის მერი, რადას დეპუტატებს მადლობას უხდის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად დანიშნულიყო.

 

„პირველ რიგში, რადას დეპუტატებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ გონიერებისა და სწორი გადაწყვეტილებისათვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად დანიშნულიყო.

 

თუმცა, ეს თანამდებობაც, ასე ვიტყოდი, მოგონილი თანამდებობაც, რომელიც შესთავაზეს, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში.

 

უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, წლებია ჩვენ ძალიან მეგობრული, თბილი ურთიერთობები გვაკავშირებს, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ძალიან ვუფრთხილდებით.

 

ჩვენ, როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატება გაგვიხარდება, ისე გაგვიხარდება უკარაინის წარმატება და წინსვლა.

 

თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X