15:56 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

სააკაშვილმა ჩამოსვლით მსხვერპლის როლი შეიძინა, ამან განაპირობა, რომ ადამიანებმა ყურადღება გადაიტანეს არა იმაზე, რაც გააფუჭა, არამედ იმაზე, რაც გააკეთა – კაჭკაჭიშვილი

სააკაშვილმა ჩამოსვლით მსხვერპლის როლი შეიძინა, ამან განაპირობა, რომ ადამიანებმა ყურადღება გადაიტანეს არა იმაზე, რაც გააფუჭა, არამედ იმაზე, რაც გააკეთა – კაჭკაჭიშვილი

“ბევრი კრიტიკული მომენტი ყოფილა ქვეყანაში (ხალხის მობილიზების მცდელობებიც გვახსოვს), მაგრამ ამდენი ადამიანი ქუჩაში 2012 წლის მერე არ გვინახავს”, – ასე ეხმიანება 14 ოქტომბერს გამართულ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და აცხადებს, რომ სწორედ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისმა დაპატიმრებამ განსაზღვრა ის, რაც საზოგადოებამ გუშინ იხილა.

 

კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ჩამოსვლით, სააკაშვილმა შეიძინა ახალი – მსხვერპლის – როლი და ამან განაპირობა ის, რომ ადამიანებმა ყურადღება გადაიტანეს არა იმაზე, რაც მან გააფუჭა, არამედ იმაზე, რაც მან გააკეთა:

 

“ოდნავ ვრცელი პოსტია, თუმცა სხვანაირად არ გამომივიდა.

2021-10-15"ერთხელ მაინც ეთქვა, გვიყვარს ერთმანეთი და ეს გოგოცუნა დიდი სიყვარულის ნაყოფიაო..." - ელის მარიას გარშემო ინტერესი არ ცხრება

 

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისმა დაპატიმრებამ (ჩემი აზრით, ასევე გათვლილმა თავად სააკაშვილის მიერ) განსაზღვრა ის, რაც გუშინ ვიხილეთ. ბევრი კრიტიკული მომენტი ყოფილა ქვეყანაში (ხალხის მობილიზების მცდელობებიც გვახსოვს), მაგრამ ამდენი ადამიანი ქუჩაში 2012 წლის მერე არ გვინახავს. სააკაშვილი მიხვდა, რომ ქართულ პოლიტიკაში მისი დისტანციური ჩარევის რესურსი ამოიწურა და ნაციონალურმა მოძრაობამ წრეზე დაიწყო ტრიალი.

 

მისი ჩამოსვლით (რაც მის უთუო დაპატიმრებას ნიშნავდა), სააკაშვილმა შეიძინა ახალი – მსხვერპლის – როლი. ამან განაპირობა ის, რომ ადამიანებმა ყურადღება გადაიტანეს არა იმაზე, რაც მან გააფუჭა (და ასეთი არაერთია), არამედ იმაზე, რაც მან გააკეთა (ცხადია, იმათ არ ვგულისხმობ, რომლებსაც სააკაშვილის მიმართ ლამის ფიზიოლოგიური ზიზღი აქვთ). შეიცვალა სააკაშვილის “ეპოქის” ხედვის ფოკუსი – სააკაშვილის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ნაწილმა მისი მმართველობის მედალს მეორე – პოზიტიური – მხრიდან(აც) დაუწყო ყურება.

 

ამის გაგრძელება მგონია გუშინდელი მიტინგის თანამშრომლობაზე ორიენტირებული რიტორიკაც: ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა (განსაკუთრებით, ნიკა მელიამ) გამოსვლებში ხაზი გაუსვეს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოსვლას. ამ განცხადებას თავისი ფონური ეფექტი აქვს და კიდევ უფრო “არბილებს” საზღვრებს ნაცმოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის.

 

ზემოთქმულის გათვალისწინებით, განსაკუთრებული დაკვირვება მართებთ ე.წ. შუაშისტურ პატარა პარტიებს. ჩემი აზრით, ისინი უნდა აჰყვნენ ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას იმ ნაწილში, რომ ხელისუფლება მათი მონაწილეობის გარეშე არ შეიცვლება. თუმცა, ამავე დროს, ისაუბრონ იმ ღირსებებზე და განსხვავებებზე, რაც მათ ნაცმოძრაობასთან შედარებით გააჩნიათ (სხვათა შორის, სწორედ ამ კონტექსტში, სწორი გადაწყვეტილება მგონია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები არ შეუერთდნენ გუშინდელ მიტინგს). წინააღმდეგ შემთხვევაში, ძლივს გაჩენილ/შენარჩუნებულ და ოდნავ მოძლიერებულ “მესამე” პარტიებს კიდევ უფრო მეტად ელით გაკოტრება, რადგან მოსალოდნელია, რომ გაძლიერებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მტვერსასრუტივით შეისრუტოს აქა-იქ მიმოფანტული და დაქუცმაცებული “შუაშისტები”. შესაძლებელია, ღირდეს ფიქრი ერთიანი ალტერნატიული პოლიტიკური ფრონტის შექმნაზეც.” – წერს კაჭკაჭიშვილი “ფეისბუქში”.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X