11:07 | 2020-10-31 ავტორი: თამარ ბუჩუკური

სააკაშვილის მიერ ნახსენებ სკანირების მეთოდს საია უკანონოს უწოდებს

სააკაშვილის მიერ ნახსენებ სკანირების მეთოდს საია უკანონოს უწოდებს

ახალგაზრდა ურისტთა ასოციაცია უკანონოს უწოდებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სახის სკანირებას. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სულხან სალაძის თქმით, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლების მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები დააფიქსირეს.

 

საია-ს თავმჯდომარე ამბობს, როპმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ასეთი ფაქტები დააფიქსირეს ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და ბათუმში.

 

ცნობილია, რომ ამომრჩეველთა სახის სკანირების შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა და თქვა:

 

„მინდა ვუთხრა დამკვირვებლებს, ჩვენ გვაქვს სახის ამოცნობის პროგრამა, შეეცდებიან სახის ამომცნობები გაყარონ უბნებიდან – არ დაუშვათ მათი გაყრა“.

 

როგორც ჩანს, სააკაშვილის ნახსენები სისტემით საარჩევნო უბნებთან მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები მუშაობენ, რასაც საია კანონდარღვევად მიიჩნევს.

 

„მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთანავე, ჩვენ ხელს არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება ხდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას”, – განაცხადა სალაძემ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X