fbpx
20:26 | 2020-10-15 ავტორი: Prime Time

სააკაშვილი: თბილისში, რომანოვები, ვიღაც აფერისტები ჩამოეთრენ, იღრევეს და აქედან მოხდა ვირუსის პირველი გავრცელება

სააკაშვილი: თბილისში, რომანოვები, ვიღაც აფერისტები ჩამოეთრენ, იღრევეს და აქედან მოხდა ვირუსის პირველი გავრცელება

პირველი გავრცელება როგორ მოხდა თბილისში, რომანოვები, ვიღაც აფერისტები რომ ჩამოეხეტნენ, ჩამოეთრიენ იღრევეს და შემდეგ მათგან გავრცელდა, მერე ბათუმში ჩამოიყვანეს ნაცნობ-მეგობრები, თავისი გოგოშკები რუსეთიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პირდაპირი რუსული აგრესია განხორციელდა კოვიდის გზით.

„რატომ ახსენდება სააკაშვილს ყველა არჩევნების წინ ლაშა შუშანაშვილი“? - ადვოკატი დოკუმენტს ასაჯაროებს
2020-10-13„რატომ ახსენდება სააკაშვილს ყველა არჩევნების წინ ლაშა შუშანაშვილი“? - ადვოკატი დოკუმენტს ასაჯაროებს

 

„პირველი, რაც ქნა ტრამპმა, ჩაკეტა ჩინეთი და რატომ ჩაკეტა, რადგან ჩინეთი მალავდა სტატისტიკას, რუსეთი კიდევ მეტად მალავს, ვიდრე ჩინეთი. ახლა თავზე ენგრევათ ყველაფერი და პუტინი ვეღარ მალავს. ეს ხომ მთელმა მსოფლიომ იცოდა.

 

მთელი მსოფლიოსთვის რუსეთი იყო გაწითლებული, ამათ ბათუმში ჩამოიყვანეს ისინი და გააჩინეს პირველი კერა. პირდაპირი რუსული აგრესია განხორციელდა კოვიდის გზით.

 

რუსეთზე რაღაც გადახრა კი არ მაქვს, ხომ უნდა გესმოდეს, რა ქვეყანასთან გაქვს საქმე? მატყუარა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X