15:15 | 2020-04-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

სააკაშვილი არცერთი თეთრის მომტანი არ არის, ყველამ კარგად ვიცით – ირაკლი სესიაშვილი

სააკაშვილი არცერთი თეთრის მომტანი არ არის, ყველამ კარგად ვიცით – ირაკლი სესიაშვილი

„სააკაშვილი კლოუნადით არის დაკავებული, მას არც თანხის მოძიება შეუძლია,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიხეილ საკაშვილის განცხადებას.

 

სესიაშვილის თქმით, მისი საქართველოს სახელით მოქმედება, ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის შემლახავია.

 

„ამ რთულ ვითარებაში, სააკაშვილის თამადობით, გარკვეული ოპოზიციური ძალები გადასულები არიან პოპულიზმზე, პოლიტიკურ მანიპულაციაზე, რაც რიგ შემთხვევაში, მავნებლობაში გამოიხატება“,- ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

 

მისივე შეფასებით, მთავრობამ დროულად იმოქმედა და სამი მილიარდის მობილიზება შეძლო, რაც არცერთ სხვა ქვეყანას არ გაუკეთებია.

 

„რაც მთავრობამ იმუშავა და სამი მილიარდის მობილიზება შეძლო, ფაქტობრივად, სხვა არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია.

 

ამ ყველაფერს, მავნებლური განცხადებებით, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.

 

ამიტომ, ბუნებრივია, აქ ხელისუფლება დროულად მოქმედებს, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადრეულ ეტაპზე იმის განსაზღვრა, თუ რა თანხების მობილიზება შეუძლია ქვეყანას.

 

პოსტ ეპიდემიურ სიტუაციაში დროულად უნდა მოხდეს ეკონომიკის აღდგენაც და იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც სამუშაო დაკარგეს“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მთავრობას შესთავაზა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მის საქმეზე დროებით მორატორიუმს გამოაცხადებს, ქვეყანაში 5.5 მილიარდს ჩამოიტანს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X