fbpx
15:44 | 2020-12-25 ავტორი: Prime Time

სააკაშვილი ირჩევს ვარშალომიძეს! – ვინ გახდება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და ვისზე დებენ ფსონს ექსპერტები

სააკაშვილი ირჩევს ვარშალომიძეს! – ვინ გახდება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და ვისზე დებენ ფსონს ექსპერტები

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ნიკა მელისა და ლევან ვარშალომიძის კანდიდატურები შეარჩია.

 

ვიდრე გაიკვევა, ვინ იქნება პარტიის მომავალი თავმჯდომარე, “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას ექსპერტები მოელიან, რომ პარტიის მომავალი თავმჯდომარის თანამდებობას ლევან ვარშალომიძე დაიკავებს.

 

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ნიკა მელიას სააკაშვილის სრული მხარდაჭერა არ აქვს, რაც პარტიული თანამდებობისთვის ბრძოლაში ვაშალომიძის გამარჯვებას განაპირობებს.

 

„ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, უფრო ვარშალომიძეზე გაკეთდება აქცენტი, რადგან ამ პარტიაში გადამწყვეტი არის სააკაშვილის სიტყვა. ვარშალომიძე არის სააკაშვილის ყველაზე ერთგული, სტაჟიანი თანამშრომელი და მეგობარი. სააკაშვილი მას გაცილებით მეტად ენდობა, ვიდრე ნიკა მელიას. მგონია, რომ თავმჯდომარე ვაშალომიძე იქნება, რადგან ის სააკაშვილის ფავორიტია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას ხანდახან სიტყვა გაურბის და დაუკრეფავშიც გადადის, მას გლდანში აქვს საკმად მაღალი ელექტორალური მხარდაჭერა, თუმცა სრული მხარდაჭერა არ აქვს მიხეილ სააკაშვილის“,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი მელიაზე მეტად, ლევან ვარშალომიძეს ენდობა, ამის შესახებ მან “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას განაცხადა. 

 

„მიხეილ სააკაშვილი მელიასთან მიმართებით გარკვეულ ეჭვიანობას გამოხატავს. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ისე ვერ აკონტროლებს მელიას, როგორც ვარშალომიძეს. ამასთან, მელია „ნაცმოძრაობას“ გვიან შეუერთდა. მელია ცდილობს, საკუთარი თამაში ითამაშოს. ყველას კარგად ესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მელიას კი არა, უმეტესწილად სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. რაც შეეხება ვარშალომიძეს, ის თავიდან ბოლომდე კონტროლირებადი არის სააკაშვილის მიერ. ვარშალომიძე არ შეეცილება სააკაშვილის ფაქტობრივ ლიდერობაში. ვაშალომიძეს და მელიასაც ჰყავს პარტიაში მხარდამჭერები, ამიტომ საინტერესოა, საბოლოო ჯამში, როგორ გადანაწილდება ხმათა რაოდენობა“,- განაცხადა ახვლედინმა.

 

შეგახსენებეთ, 15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“დატოვა.

 

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – დაწერა  სოციალურ ქსელში ვაშაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.

ავტორი: Prime Time
X