14:02 | 2021-10-22 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

სააკაშვილი და მელია ბოროტი ადამიანები არიან – ირაკლი კობახიძე

სააკაშვილი და მელია ბოროტი ადამიანები არიან – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს ბოროტ ადამიანებს უწოდებს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელიც შედგება ბოროტი ადამიანებისგან და მელია არის ერთ-ერთი. სააკაშვილი და მელია ბოროტი ადამიანები არიან. ბოროტი ადამიანებს, რომლებსაც ბოროტი ზრახვები აქვთ, ამის აღსრულების საშუალება არ მიეცემათ.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დაპირისპირებები, კონფლიქტები, იქ რამდენიმე ჯგუფია და ეს არის მათი ერთი პრობლემა. გარდა ამისა, მელიას აქვს რაღაც თამაშები, ხუთიანიც არ გამოაკრა თავის ბილბორდებზე, ფიქრობს, რომ თუ გაემიჯნება “ნაცმოძრაობას”, ამ შემთხვევაში მეტს ხმას მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X