22:13 | 2020-04-20 ავტორი: Prime Time

სააკაშილს ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, ხალხის მდგომარეობა დამძიმდეს – მათიკაშვილი

სააკაშილს ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, ხალხის მდგომარეობა დამძიმდეს – მათიკაშვილი

მიშა სააკაშილს ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, შეწყდეს ყველანაირი დახმარება, ხალხის მდგომარეობა დამძიმდეს და ამით ისარგებლოს მხოლოდ სააკაშილის დეგრადირებულმა პოლიტიკურმა ინტერესებმა- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მოსიარულე ბოროტება ვერ მალავს საკუთარ სახეს.

 

„ჩემმა კოლეგებმა დღეს უკვე აღნიშნეს, რომ შეუძლებელია, სერიოზულად შეაფასო ქვეყნისთვის ამ ურთულეს მომენტში ნაცების “ბელადის” მავნებლური გამოხტომები.

 

ასევე, ძალიან კარგი პასუხი გასცა ფინანსთა მინისტრმა გაქცეულ სააკაშვილს – თუ მართლა ჩაერია საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებაში, იმდენს იზამს, რასაც გვაძლევენ იმასაც წაგვართმევენო. აღარ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნაცებისთვის არ არსებობს უკადრებელი, სინამდვილეში არც თუ ისე სასაცილოდაა საქმე – ნათელია, მიშა სააკაშვილს ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, შეწყდეს ყველანაირი დახმარება, ხალხის მდგომარეობა მაქსიმალურად დამძიმდეს და ამ მდგომარეობით იხეიროს მხოლოდ სააკაშვილის დეგრადირებულმა პოლიტიკურმა ინტერესებმა. ის ამას რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს, თუმცა ფაქტია, რომ მოსიარულე ბოროტება ვერ მალავს საკუთარ სახეს“,- წერს დავით მათიკაშვილი.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X