fbpx
16:57 | 2020-11-28 ავტორი: Prime Time

რუსული მაფიის ქართველი ბოსი – კავშირები პოლიტიკოსებთან, კრიმინალებთან, შოუბიზნესთან და სასულიერო პირებთან

რუსული მაფიის ქართველი ბოსი – კავშირები პოლიტიკოსებთან, კრიმინალებთან, შოუბიზნესთან და სასულიერო პირებთან

მას ზოგი კრიმინალურ „ავტორიტეტად“, ზოგი პოლიტიკოსად, ზოგი ქველმოქმედად, ზოგიც უბრალოდ მილიონერ ბიზნესმენად მოიხსენიებს.

 

 

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ წარმოშობით ქართველ ანზორ კიკალიშვილს თანაბრად დიდი გავლენები აქვს რუსეთის სხვადასხვა სფეროზე, იქნება ეს კრიმინალური სამყარო, შოუბიზნესი, პოლიტიკა, თუ ბიზნესი.

 

72 წლის ანზორ კიკალიშვილს რუსეთში აქსენტიევის გვარითაც იცნობენ. ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული გახლავთ. დაარსა „სრულიად რუს ხალხთა პარტია“ და ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი იყრიდა კენჭს, თუმცა უშედეგოდ.

 

 

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, მეგობართან და პარტნიორთან, ასევე ქართველ კრიმინალურ „ავტორიტეტ“ ამირან კვანტრიშვილთან ერთად დააარსა ასოციაცია „XXI საუკუნე“, რომელიც იმ დროს გახდა ყველაზე დიდი და გავლენიანი ორგანიზაცია შოუ ბიზნესის სფეროში. ორგანიზაციას კიკალიშვილი ხელმძღვანელობდა 1990 წლის შუა ხანებამდე, რა დროსაც რუსულ შოუ ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ფიგურად იქცა.

 

 

მისი ახლო მეგობარი და პარტნიორი გახლდაღ იოსეფ კობზონი.

 

1999 წლის აპრილში, კრემლთან ახლოს, ტვერსკაიას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ინტურისტში“ აფეთქება მოხდა.

 

პრესა წერდა, რომ ამ აფეთქების სამიზნე ანზორ კიკალიშვილი გახლდათ, თუმცა 2001 წელს ჟურნალ „კომერსანტ-ვლასტთან“ ინტერვიუში კიკალიშვილმა ეს ვერსია უარყო და მიანიშნა, რომ „ინტურისტში“ რეალურად იოსებ კობზონის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, რომელსაც ოფისი ამავე სასტუმროს მე-20 სართულზე ჰქონდა.

 

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1995 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტსა და რუს მომღერალს, იოსებ კობზონს და ანზორ კიკალიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაზე უარი ეთქვათ.

 

 

Washington Times-ის თანახმად, კობზონი იყო კრიმინალური „ავტორიტეტის“ ანზორ კიკალიშვილის ბიზნესპარტნიორი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა „იაპონჩიკის“ სახელით ცნობილ „კანონიერ ქურდ“ ვიაჩესლავ ივანკოვთან.

 

გამოცემა ფედერალური გამოძიების მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ კობზონს და კიკალიშვილს აშშ-დან რუსეთში კონტრაბანდული გზით გადაჰქონდათ ალკოჰოლისა და სიგარეტის დიდი პარტიები – და ეს ხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახადებისგან თავის რიდებით.

 

გარდა ამისა, ბიზნესპარტნიორები დაადანაშაულეს გერმანიიდან ერთ-ერთი არაბული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებაში. გარიგების ღირებულებად დასახელდა 18-20 მილიონი აშშ დოლარი.

 

უშუალოდ კობზონი 1995 წელს პუერტო რიკოში გამართულ მაფიის შეხვედრაშიც იყო  ეჭვმიტანილი.

 

თავად ანზორ კიკალიშვილს ახლო კავშირები აქვს სასულიერო პირებთან და არაერთ გავლენიან „კანონიერ ქურდთან“.

 

ამ ფოტოზე ის ერთ-ერთ ქართველ მღვდელმსახურთან და „კანონიერ ქურდ“ გივი ბერაძესთან ერთად არის გადაღებული.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X