00:46 | 2020-09-14 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რუსთავში „მანიაკი“ გამოჩნდა?! – ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

რუსთავში „მანიაკი“ გამოჩნდა?! – ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

„ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, რუსთავში მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა გოგონებს უცნობი მამაკაცი აედევნათ. თავის დახსნა კი მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, როდესაც უცნობ მამაკაცს პოლიციაში დარეკვით დაემუქრნენ.

 

ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც მამაკაცი აედევნა, მომხდარის დეტალებზე „ინფო რუსთავს“ უყვება.

 

„მივმართავ ყველა გოგოს, ძალიან იფრთხილეთ. დადის ქუჩაში დაბალი მსუქანი ბიჭი, რომელიც დაგვედევნა გოგოებს, ეს უკვე მეორედ. ან მაგის პატრონმა იღონოს რამე ან პასუხს არაფერზე ვაგებთ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ჩვენს გარდა კიდევ ორ გოგოს დაედევნა. როგორც შევამჩნიეთ ფსიქიკური აშლილობა აქვს და ძალიან საშიშია.“  – ამბობს გოგონა.

 

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მამაკაცს სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +