23:03 | 2020-07-09 ავტორი: თამთა თორდია

რუსთავში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა – მამაკაცი სახლში ცეცხლის გაჩენით იმუქრებოდა 

რუსთავში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა – მამაკაცი სახლში ცეცხლის გაჩენით იმუქრებოდა 

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი.

 

რესტორანში მსხდომებს, საევაკუაციო სირენის ხმა მოგვესმა - ოთო კახიძე
2020-07-08რესტორანში მსხდომებს, საევაკუაციო სირენის ხმა მოგვესმა - ოთო კახიძე

 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ ხანძარი სავარაუდოთ ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე მამაკაცმა გააჩინა, რომელიც მანამდე სახლში ცეცხლის გაჩენით იმუქრებოდა.

 

ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

 

(მთავარი ფოტო არ ასახავს რეალობას)

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X