20:43 | 2021-06-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რუსთავში კაცს მოგებული 300 ათასი ლარი გაუნულეს და დაწესებულებიდან გამოაგდეს

რუსთავში კაცს მოგებული 300 ათასი ლარი გაუნულეს და დაწესებულებიდან გამოაგდეს

“მოვიგე ჯეკპოტი. ვითხოვ, მომცენ ჩემი მოგებული 300 000 ლარი“, – ელშან ბაირამოვის მტკიცებით, 27 აპრილს რუსთავში მდებარე სლოტ კლუბ “777”-ში თამაშის დროს ჯეკპოტი მოიგო, თუმცა, მოგების ანულირების შემდეგ ბაირამოვს უთხრეს, რომ ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა და სამორინედან გამოაგდეს. ინფორმაციას “ინფორუსთავი“ ავრცელებს.

 

მისივე თქმით, თანხის მოგების შემდეგ სლოტ კლუბში განუცხადეს, რომ ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა და ჯეკპოტი არ მოუგია. ბაირამოვი მოგებული თანხის დაბრუნებას სასამართლო გზით აპირებს. მისი უფლებადამცველის, თამილა ქუთათელაძის განცხადებით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება და არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ელშან ბაირამოვმა ჯეკპოტი ნამდვილად მოიგო.

 

ორსული ნატალია ქუთათელაძე კორონავირუსზე აცრას გეგმავს - რა მისიით ჩავიდა ის უელსში
2021-06-09ორსული ნატალია ქუთათელაძე კორონავირუსზე აცრას გეგმავს - რა მისიით ჩავიდა ის უელსში

 

“დავა დავიწყეთ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ პიროვნებამ მოიგო ჯეკპოტი, რის შემდეგაც თანხა მის ანგარიშზე გადმოვიდა. ეს გაიგო დაცვამ, რომ ადამიანს გაუხარდა და წამოხტა. მივარდნენ ამ აპარატს და ტექნიკოსის დახმარებით გაანულეს მოგება.

 

გვაქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც ტექნიკოსი 25 წუთის განმავლობაში ცდილობს წაშალოს მონაცემები, რომელიც იყო ელშან ბაირამოვის სათამაშო აპარატზე. როცა ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობ წაშალო მონაცემები და მონიტორიდან გააქრო, ეს ტექნიკური შეცდომა კი არა, დანაშაულია”,- განაცხადა ქუთათელაძემ.

 

10 ივნისს, თბილისის დროით 14:52 საათზე, მზის რკალისებური დაბნელება - რა უნდა ვიცოდეთ
2021-06-0910 ივნისს, თბილისის დროით 14:52 საათზე, მზის რკალისებური დაბნელება - რა უნდა ვიცოდეთ

 

ქუთათელაძის თქმით, არსებობს კიდევ ერთი ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც უშუალოდ სათამაშო აპარატს უღებდა და სწორედ ამ ჩანაწერებით შეძლებენ სიმართლის დადგენას. თუმცა კამერის ჩანაწერები არ არის ამოღებული, რაც უჩენს ეჭვს, რომ ჩანაწერები სლოტ კლუბის წარმომადგენლებმა წაშალეს.

 

სლოტ კლუბში მისულ “ინფორუსთავის“ გადამღებ ჯგუფს დაწესებულების მენეჯერმა განუცხადა, რომ ადგილი არც ტექნიკურ შეცდომას და არც ჯეკპოტის მოგებას არ ჰქონია და ელშან ბაირამოვი ცრუობს. დამატებით დეტალებზე კი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

 

ბაირამოვის ადვოკატის განცხადებით, თუკი გამოძიება ვერ დაადგენს, რომ მამაკაცმა ჯეკპოტი მოიგო და სლოტ კლუბი მას მოგებულ თანხას არ აუნაზღაურებს, გარდაბნის მოსახლეობა დიდ საპროტესტო აქციას გამართავს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X