01:00 | 2020-05-21 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რუსთავში 24 წლის გოგოს მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი დაეჯახა (ვიდეო)

რუსთავში 24 წლის გოგოს მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი დაეჯახა (ვიდეო)

რუსთავში „ნისანი“- ს მარკის ავტომობილი, ქვეითად მოსიარულე 24 წლის გოგოს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

 

თვითმხილველების თქმით ახალგაზრდა ქალი გზაზე გადადიოდა რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

 

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

 

დაშავებული სასწრაფოს ეკიპაჟმა „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანა.

 

კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმის, ლელა გიგაშვილის თქმით, პაციენტი კონტაქტურია და ამ დროისთვის მას შესაბამის სამედიცინო შემოწმება უტარდება.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X