09:16 | 2020-05-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რუსთავსა და გარდაბანში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

რუსთავსა და გარდაბანში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

დღეიდან ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

 

შეზღუდვები დღეს, დილის 06:00 საათიდან აღარ მოქმედებს.

 

გუშინ გვიან ღამით, რუსთავში ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟის სამუშაოები ჩატარდა.

 

გაუქმდა ქალაქის შესასვლელებში არსებული 4 ბლოკ-პოსტი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X