13:42 | 2021-06-01 ავტორი: თამარ გონგაძე

“რუსთავი 2″ მაყურებელს საუკეთესო გადაცემებით გაანებივრებს” – ირაკლი იმნაიშვილი გვიყვება რა გადაცემებს იხილავთ არხზე

“რუსთავი 2″ მაყურებელს საუკეთესო გადაცემებით გაანებივრებს” – ირაკლი იმნაიშვილი გვიყვება რა გადაცემებს იხილავთ არხზე

ტელეკომპანია “რუსთავი 2” დღეს იუბილარია. ტელეკომპანია 27 წლისაა. არხი მაყურებელს ახალ ლიცენზირებული პროექტებს მალე შესთავაზებს.

 

“რუსთავი 2”-ს უბრუნდება გადაცემა გადაცემა P.S. და “ნიჭიერი”. მაყურებელი აქ იხილავს გადაცემა “ექიმებს”. თქვენ ნახავთ წარმატებულ ამერიკულ შოუს “ელენი”. ქალების შოუში – “90.60.90” ცნობილი ქალები განიხილავენ ყველა საინტერესო თემას ქალებზე…

 

არხის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი იმნაიშვილი “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ არხის წარმატების საიდუმლო არის გაერთიანება, საერთაშორისო ლიცენზირებული პროექტები და სანდოობა.

 

ირაკლი იმნაიშვილი: – უკვე 30 წელია ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია. “რუსთავი 2” 27 წელია უწყვეტი ნაციონალური მაუწყებელი, უწყვეტი მედიატრადიციაა. ის ჩვენი უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია.

 

არხის მენეჯმენტის გუნდთან ერთად (პაატა სალია, ზაზა გველესიანი, თამარ ფხაკაძე) ჩემთვის დიდი პატივი იყო, 27 წლიანი უწყვეტი ისტორიის იმ მომენტში შემოვსულიყავით, როდესაც არხის გადარჩენა იდგა დღის წესრიგი. ჩვენ ეს მოვახერხეთ – გადავარჩინეთ “რუსთავი 2”.

 

ახლა გადავწვიტეთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში გახდეს ეს არხი უნიკალური. ყველა დიდ საერთაშორისო ტელეკომპანიას თუ მედიაკომპანიას, აქვთ ერთი-ორი ან სამი მაღალ რეიტინგული პროექტი, რომელიც მათი საკუთრებაა, ფორმატი და საავტორო უფლებები მათ ეკუთვნით. ჩვენს არხს დაუბრუნდნენ დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია, ადამიანები, რომლებმაც ქართულ სატელევიზიო ისტორიაში შექმნეს ყელაზე წარმატებული პროექტები. თუ საერთაშორისო არხებს აქვს ორი-სამი, მათ მიერ შექმნილი რეიტინგული პროექტი, ჩვენთან ყველა საერთაშორისო არხის ყველაზე წარმატებული პროექტის ქართული ლიცენზირებული ვერსია იქნება. ჩვენს არხზე გავა ასევე წარმატებული სერიალებიც.

 

ჩვენ დავიწყებთ კამათს ისტორიაზე იმისთვის, რომ უკეთ გავიაზროთ. ამისთვის BBC-ის პროექტი შევიძინეთ და შემოდგომიდან ქართველი ხალხი “დიდ ქართველს” აირჩევს. ჩვენთვის სიტყვა “ქართველის” ერთ-ერთი სინონიმი, ჩვენს არხზე, “ნიჭიერია”. ეს ზეიმი, პროექტი “ნიჭიერი” ბრუნდება იმისთვის, რომ იყოს ინსპირაცია, ამოვარჩიოთ ახალი ტალანტები.

 

მაყურებლების ნდობასთან ერთად ჩვენი სარედაქციო ფასეულობები მიუკერძოებლობა და სიზუსტე. რამე თუ გვასწავლა 27 წლიანმა უწყვეტმა მაუწყებლობამ, ეს არის – თუ გვინდა ვიყოთ წარმატებულები, უნდა გავერთიანდეთ. “რუსთავი 2” არის არხი, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს.

 

გადავწყვიტეთ “რუსთავი 2” იყოს არხი, რომელიც მაყურებელს გაანებივრებს საუკეთესო გადაცემებით.

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!