12:09 | 2021-06-01 ავტორი: Prime Time

“რუსთავი 2-ის” წილებისთვის ისევ დაობენ – მორიგი სხდომა ტელეკომპანიის დაბადების დღეს დაემთხვა

“რუსთავი 2-ის” წილებისთვის ისევ დაობენ – მორიგი სხდომა ტელეკომპანიის დაბადების დღეს დაემთხვა

“რუსთავი 2-ის” წილებისთვის ისევ დაობენ. მორიგი სხდომა ტელეკომპანიის დაბადების დღეს დაემთხვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ მიმართეს, ისინი ტელეკომპანიის 60%-იან წილს ითხოვენ. არხის მოქმედი მენეჯმენტი მოსარჩელე მხარის მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებს.

 

პარალელურად, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე არხის ყველა მოქმედ და უკვე სხვა ტელევიზიებში მომუშავე თანაშრომლებს ტელევიზიის დაბადების დღეს ულოცავს.

 

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის”  გენერალური დირექტორი პაატა სალია კი არხს პირველობას უსურვებს და ყველა მის თანამშრომლებს დაბადების დღეს ულოცავს.

ავტორი: Prime Time

X