12:29 | 2021-10-13 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“რუსთავი 2-ის” საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

“რუსთავი 2-ის” საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე მოსამართლემ, შესაძლოა, გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადოს. საუბარია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელზე, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები 60%-იან წილს ითხოვენ.

„ინფექციის გავრცელება გამორიცხულია!“ - სად მიაქვთ ზიარების შემდეგ ბარძიმში დარჩენილი ღვინო და პური
2021-10-13„ინფექციის გავრცელება გამორიცხულია!“ - სად მიაქვთ ზიარების შემდეგ ბარძიმში დარჩენილი ღვინო და პური

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ დვალი და აქიმიძის სარჩელი ხანდაზმულია და შესაბამისად, გამორიცხულია მისი დაკმაყოფილება.

 

“მიგვაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია, შესაბამისად, მისი დაკმაყოფილება გამორიცხულია. ჩვეულებრივი მანიპულაციაა, მიმართული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შესაძლოა ვერ ერკვეოდნენ იურისპრუდენციის დეტალებში. არც არის ყველა ვალდებული, ასე დეტალებში ერკვეოდეს. ჩვენ, მთავარია, სასამართლოს სწორად გავაგებინოთ ჩვენი პოზიცია.

 

ნამდვილად არ არის იდენტური სარჩელები, იდენტური ფაქტობრივი გარემოებები და ის სამართლებრივი პოზიციები, რაც იყო ჩვენს სარჩელში და რაც არის დღევანდელი მოსარჩელეების სარჩელში. ამიტომ მივიჩნევთ, რომ არის არსებითი განსხვავებები. დღეს კიდევ ერთხელ, საბოლოოდ დავაფიქსირებთ ამ პოზიციასაც და ვფიქრობთ, რომ სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს აღნიშნული სარჩელი,” – აღნიშნა სალიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X