fbpx
11:49 | 2020-07-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„რუსთავი 2“ ან უნდა დარჩენილიყო მიხეილ სააკაშვილის კონტროლქვეშ ან არსებობა უნდა შეეწყვიტა – პაატა სალია

„რუსთავი 2“ ან უნდა დარჩენილიყო მიხეილ სააკაშვილის კონტროლქვეშ ან არსებობა უნდა შეეწყვიტა – პაატა სალია

სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან ერთი წლის თავზე, „ღამის კურიერის“ ეთერში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია საუბრობს იმ დეტალებზე, თუ რაზე და როგორ დაობდა კომპანიის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით და რა შეცვალა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ.

 

გორში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ორივე ფიგურანტი ცნობილია - მათ კრიმინალური წარსული აქვთ
2020-07-17გორში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ორივე ფიგურანტი ცნობილია - მათ კრიმინალური წარსული აქვთ

 

პაატა სალიას თქმით, ეს იყო ბრძოლა „რუსთავი 2“-სთვის.

 

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ „რუსთავი 2“ან უნდა დარჩენილიყო მიხეილ სააკაშვილის კონტროლქვეშ, ან არსებობა უნდა შეეწყვიტა. ეს იყო სწორედ ის სცენარი, რომლითაც ვითარდებოდა მოვლენები მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა მიმართა სასამართლოს 2015 წელს და მოითხოვა წილების დაბრუნება.

 

სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რასაც წლების მანძილზე ვისმენდით. ქიბარ ხალვაში მოიაზრებოდა, როგორც ხელისუფლების იარაღი თავისუფალი მედიის გასაჩუმებლად, როგორც ხელისუფლების იარაღი „რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ.

 

სტრასბურგის სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებაში ცალსახად არის მითითება იმაზე, რომ ქიბარ ხალვაშს ეს ბრძოლა გაცილებით ადრე ჰქონდა დაწყებული ვიდრე „ქართული ოცნება” სათავეში მოვიდოდა.

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ იმჟამინდელი „რუსთავი 2-ის” მენეჯმენტი, იყენებდა მძლავრ მედია საშუალებას იმისთვის, რომ ზეგავლენა მოეხდინა სასამართლოზე, პარალიზება მოეხდინა სასამართლო სისტემის.

 

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში იდეალურად არის სიტუაცია. მე ვისაუბრებ, კონკრეტულად ამ საქმეზე.

 

ეს იყო ბრძოლა „რუსთავი 2-ისთვის“ ეს იყო სამართლებრივი დავა ქიბარ ხალვაშისა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან დაებრუნებინა „რუსთავი 2-ის“ წილები,“ – განაცხადა სალიამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე
X