22:20 | 2020-04-12 ავტორი: Prime Time

რუსთაველი „კანონიერი ქურდი“ პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში ითხოვს

რუსთაველი „კანონიერი ქურდი“ პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში ითხოვს

„კანონიერი ქურდი“ ნოდარ ასოიანი უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ასაოიანი, რომელიც წარმოშობით რუსთავიდან გახლავთ, უკვე დიდი ხანია რუსეთის მოქალაქეა.

 

უკრაინის მიგრაციის სამსახურში ასოიანის განცხადება უკვე შევიდა, თუმცა რთული სათქმელია მიანიჭებენ, თუ არა თავშსაფარს, ვინაიდან ამ დრომდე ის უკრაინის ტერიტორიიდან არაერთხელ გააძავეს.

 

განცხადებაში „კანონიერი ქურდი“ უთითებს, რომ მას რუსეთის ფედერაციაში პოლიტკური ნიშნით დევნიან, ვინაიდან დონბასში მხარს უჭერდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

 

47 წლის ნოდარ ასოიანს კრიმინალურ წრეებში „ნოდო რუსთავსკის“ და „ნახევრადმხეცის“ სახელით იცნობენ.

 

ის რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი, როგორ განსაკუთრებით საშიში დამნაშავე. ასოიანს როსტოვის ბაზარზე უკანონო გავლენის მოპოვებას, კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობას და ქურდობის ცხრა ეპიზოდს ედავებიან, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მუქარით,

 

ბოლოს მისმა სახელმა გავლენიანი ქართველი კანონიერი ქურდის გაიოზ ზვიადაძის მკვლელობის კონტექსტში გაიჟღერა. ზვიადაძე, 2018 წლის 9 აპრილს თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში მოკლეს. შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიჭრა ასევე ქართველ „კანონიერ ქურდი“, 26 წლის გიგა პეტრიაშვილი, რომელსაც „პროფესორის“ მეტსახელით იცნობენ.

 

არაოფიციალური ინფორმაციით, მომხდარის უკან ე.წ. „რუსთავის კლანი“ დგას, კერძოდ კი გაიჟღერა „კანონიერი ქურდის“ ნოდარ ასოიანის, იგივე „ნოდარ რუსთავსკის“ გვარმა, რომელთანაც ბოლო პერიოდში გაიოზ ზვიადაძეს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მათ შორის კონფლიქტი როსტოვის ოლქში გავლენების გადანაწილებასა და ბიზნესზე კონტროლის მოპოვებას უკავშირდებოდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები