fbpx
23:40 | 2020-10-02 ავტორი: თამთა თორდია

რუსმა ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ თავი დაიწვა

რუსმა ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ თავი დაიწვა

გაზეთ „კოზა პრესის“ მთავარმა რედაქტორმა, ირინა სლავინამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობასთან თავი მოიკლა.

 

როგორც BBC-ი წერს, წინა დღეს მან ფეისბუქზე პოსტი დატოვა: „ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულეთ“.

 

ირინა სალვინა 2019 წელს ხელისუფლებაზე უცენზურო ფეისბუქპოსტის გამო 70 ათასი რუბლით დააჯარიმეს, ხოლო ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის მოწყობილი აქციის გამო – 20 ათასი რუბლით.

 

ადგილობრივმა აქტივისტმა გრიგორი ტიფანიუკმა BBC-ისთან ივარაუდა, რომ სლავინას თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მუდმივი ზეწოლა გამხდარიყო.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X