13:06 | 2020-01-06 ავტორი: ანეტი მიქელაძე

რუსი ჟურნალისტი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

რუსი ჟურნალისტი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

რუსი ჟურნალისტი, ეკატერინბურგელი იური იზოტოვი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას უკვე მიმართა. ინფორმაციას «Крым.Реалии» ავრცელებს.

 

გამოცემასთან ინტერვიუში იზოტოვი აცხადებს, რომ რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნის საშიშროების წინაშე დგას. იზოტოვმა რუსეთი 2016 წელს დატოვა.

 

„ჩემს მიმართ წინასაგამოძიებო შემოწმება დაიწყო. ეს უკავშირდება ჩემს პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც მე გამოვაქვეყნე იმ სამართალდამცველების მონაცემები, რომლებიც ზაფხულში, მოსკოვში მიტინგების დაშლაში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემოწმება სისხლის სამართლის საქმის აღძვრით არ დასრულებულა, მე მაინც ძალიან კარგად მესმის, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმის ფაბრიკაცია და ჩემზე ძებნის გამოცხადება ნებისმიერ დროს შეუძლიათ“, – განაცხადა იზიტოვმა.

 

მისივე თქმით, ის საქართველოში მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის გახსნას აპირებს, რომელიც რუსი პოლიტპატიმრების უფლებებს დაიცავს.

 

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ დევნა დაიწყება, რადგან ის კიევში ომის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა. მანამდე მას თავშესაფარზე უარი უთხრეს კიევში.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X