20:23 | 2020-03-29 ავტორი: Prime Time

რუსეთში კორონავირუსით მეცხრე პაციენტი დაიღუპა

რუსეთში კორონავირუსით მეცხრე პაციენტი დაიღუპა

რუსეთში COVID-19-ით მეცხრე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ჯანდაცვის უწყებამ გაავრცელა.

 

მათივე ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ფსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რომელსაც კორონავირუსთან ერთად, ქრონიკული დაავადებაც აღენიშნებოდა.

 

ამ დროის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 534 შემთხვევაა დადასტურებული.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები