19:23 | 2020-03-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

რუსეთში, კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა. 13 მარტის მონაცემებით, რუსეთში სულ 45 ადამიანია დაინფიცირებული.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, 6 დაინფიცირებული მოსკოვშია, 3 სანკტ-პეტერბურგში და თითო-თითო მოსკოვის გარეუბანში, ლენინგრადის ოლქსა და პერმის მხარეში. მათივე ცნობით, დაინფიცირებული ადამიანები ევროპის ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, მათ შორის, იტალიიდან, საფრანგეთიდან და ავსტრიიდან.

 

ინფიცირებულთა შორის 42 რუსეთის, ორი ჩინეთის, ერთი კი იტალიის მოქალაქეა.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები