14:14 | 2020-06-11 ავტორი: Prime Time

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

რუსეთში Covid-19ის 8779 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 502 436-მდე გაიზარდა.

 

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 174 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 6532-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა  რაოდენობა კი 261 000-ს აჭარბებს.

 

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელებას მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულია

 

7 360 239 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 416 201-ს მიაღწია. 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები