11:39 | 2020-04-10 ავტორი: ანეტი მიქელაძე

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 10 ათასს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 10 ათასს გადააჭარბა

10 აპრილის მონაცემებით რუსეთში კორონავირუსის 1786 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში რუსეთში დაინფიცირებულთა რიცხვი 11 917-მდე გაიზარდა.

 

კოვიდ-19-ით, რუსეთში ბოლო მონაცემებით 94 ადამიანი დაიღუპა.

 

მსოფლიოში უახლესი მონაცემები კი ასეთია: დაინფიცირებულია 1,602,885 ადამიანი, ამათგან დაიღუპა 95,745, ხოლო 355,514 გამოჯანმრთელდა.

 

                              რაც შეეხება საქართველოს

 

ბოლო მონაცემებითქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა 230-მდე გაიზარდა.

 

გამოჯანმრთელდა 52 ადამიანი. კორონავირუსის შედაგად გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

  გაიგეთ მეტი შეზღუდვებსა და რეკომენდაციებზე

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +