11:33 | 2020-06-16 ავტორი: ნინი ტაველიძე

რუსეთში ექიმები მუქარისა და ანგარიშწორების სამიზნები ხდებიან – Human Rights Watch

რუსეთში ექიმები მუქარისა და ანგარიშწორების სამიზნები ხდებიან – Human Rights Watch

რუსეთში მედპერსონალის წინაშე არსებული გამოწვევები,- ამ თემაზე ანგარიშს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია,„Human Rights Watch“- ი აქვეყნებს.

 

რუსეთში COVID19-ით გარდაცვლილების მოწმობაში სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადებები წერია
2020-05-20რუსეთში COVID19-ით გარდაცვლილების მოწმობაში სიკვდილის მიზეზად სხვა დაავადებები წერია

 

ანგარიშის მიხედვით, რუსეთში მედპერსნალი არსებული უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გამოთქმული უკმაყოფილების შემთხვევაში, დამსაქმებლებისა და სამართალდამცველების მხრიდან მუქარისა და ანგარიშსწორების სამიზნე ხდება.

 

რუსეთში საფრთხის შემცველი გარემოებები მოიცავს სამედიცინო დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობას, რომელთა გამოყენებაც მედპერსონალს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ან საეჭვო პაციენტებთან კონტაქტისას უწევთ.

 

ქვეყანაში სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირე ყველაზე მეტად მარტი-აპრილის განმავლობაში ფიქსირდებოდა.

 

მთავრობის დაპირებების მიუხედავად, რომ ისინი საჭირო მარაგს უზრუნველყოფდნენ, მედპერსონალი იგივე გამოწვევებს დღესაც აწყდება.

 

„იმის მაგივრად, რომ მედპერსონალს მოუსმინონ და ნათქვამი გაითვალისწინონ, ისინი დამსაქმებლებისა და სამართალდამცველების მხრიდან მუქარისა და ანგარიშსწორების სამიზნე ხდებიან.

 

მედპერსონალს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ამხილოს საფრთხის შემცველი გარემოებები დაშინების, სამსახურიდან გათავისუფლების ან გასამართლების გარეშე“,- აცხადებს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დანაყოფის ხელმძღვანელი ჰიუ უილიამსონი.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა რუსეთში 31 იანვარს დაფიქსირდა. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 511 000 შემთხვევაა დადასტურებული.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +