14:43 | 2020-08-11 ავტორი: Prime Time

რუსეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პუტინის შვილზე გამოსცადეს

რუსეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პუტინის შვილზე გამოსცადეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ „Tass“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, რუსეთში შექმნილი პრეპარატი მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული ვაქცინა გახდა.

 

ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ ნოვო-ოგარიოვოში მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ასევე უთხრა, რომ ვაქცინა მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა უკვე გამოსცადა.

 

„ეს ვაქცინა ჩემს ქალიშვილზეც გამოიცადა. ამ თვალსაზრისით მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ექსპერიმენტში. პირველი ინექციის შემდეგ მისი სხეულის ტემპერატურა 38 იყო, მეორე დღეს 37-მდე დაეწია. მეორე ინექციაზე ტემპერატურამ ცოტათი ისევ მოიმატა, შემდეგ კი ყველაფერი დასტაბილურდა. ახლა ის თავს კარგად გრძნობს“, – ამბობს პუტინი.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბევრ ადამიანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარე გამოვლინებები საერთოდ არ აღენიშნება.

 

1 158 ადამიანი დაინფიცირდა და 29 გარდაიცვალა - რა ვითარება უკრაინაში
2020-08-111 158 ადამიანი დაინფიცირდა და 29 გარდაიცვალა - რა ვითარება უკრაინაში

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X