22:20 | 2020-03-16 ავტორი: ანეტი მიქელაძე

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში გაიზარდა და 93-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არსებული ინფორაციით, 93 შემთხვევიდან, 86 სხვა ტერიტორიიდან შემოსულ ადამიანებს დაუფიქსირდათ, დანარჩენი შემთხვევა კი ქვეყნის შიგნით კონტაქტებს ეხება.

რუსეთში 4 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X