19:41 | 2020-05-26 ავტორი: Prime Time

რუსეთში „9 მაისი“ 24 ივნისს გადაიტანეს – პუტინმა ასე გადაწყვიტა

რუსეთში „9 მაისი“ 24 ივნისს გადაიტანეს – პუტინმა ასე გადაწყვიტა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების აღლუმის ჩასატარებლად მოსამაზადებელი ღონისძიებების დაწყებაზე ბრძანება გასცა. აღლუმი მოსკოვში 24 ივნისს გაიმართება. 

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე სტალინიდან პუტინამდე
2020-05-099 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე სტალინიდან პუტინამდე

 

 

 

„ვბრძანებ, დაიწყოს მზადება სამხედრო აღლუმისთვის დიდი სამამულო ომის გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად რუსეთის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში.

 

ჩვენ ამას 24 ივნისს გავაკეთებთ“ – პუტინმა ამის შესახებ დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

24 ივნისი მას ისე, უბრალოდ არ აურჩევია. სწორედ 1945 წლის 24 ივნისს ჩატარდა გამარჯვების პირველი აღლუმი წითელ მოედანზე, რომელსაც მარშალი ჟუკოვი ესწრებოდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X