17:58 | 2020-03-15 ავტორი: ლიზი მეტრეველი

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ ესაუბრა

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ ესაუბრა

16 მარტიდან რუსეთსა და საქართველოს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ზურაბ აბაშიძე ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს.

 

„კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს. შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე” – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

 

 

რუსეთი კორონავირუსით დაავადებულ უცხოელებს დაადეპორტებს
2020-02-03რუსეთი კორონავირუსით დაავადებულ უცხოელებს დაადეპორტებს
ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები