
რუსეთის ნაკრებისა და სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელი არტიომ ძიუბა ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული მედია ავრცელებს.
გამოცემების ცნობით, ძიუბას ნაკრებიდან მოკვეთის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი საკუთარ საძინებელში მასტურბირებდა.
ფაქტს უარყოფითი გამოხმაურება მოყვა რუსეთში. გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის ერთ-ერთი იყო, რომ 32 წლის ფეხბურთელი ყოფილი შეყვარებულის ვიდეოს ყურებით ინუგეშებდა თავს.
თავად ძიუბა ამბობს, რომ დამნაშავეა, თუმცა, ამის მიუხედავად მას ყველამ მაინც ზურგი შეაქცია.
„არ ვარ იდეალური ადამიანი. შეცდომებს მეც ვუშვებ, მაგრამ უცოდველი არავინ არის. რა თქმა უნდა დამნაშავე ვარ, თუმცა, მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება არ შემიძლია. ყველამ ზურგი მაქცია ჩემი ოჯახის გარდა“, – ამბობს ძიუბა.