fbpx
21:57 | 2020-10-02 ავტორი: Prime Time

რუსეთის ნაკრები „ბორჯღალოსნებს“ ოთხი ქართველი მორაგბით დაუპირისპირდება

რუსეთის ნაკრები „ბორჯღალოსნებს“ ოთხი ქართველი მორაგბით დაუპირისპირდება

1 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში რუსეთის ნაკრებს შეხვდება.

 

ცნობილი ხდება, რომ ჩვენი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა, ლი ჯონსმა გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი ქართველი მორაგბე შეიყვანა – ნიკოლოზ კაზალიკაშვილი (სტრელა, რუსეთი), საბა გაბუნია (ბაგრატი, საქართველო), გიორგი როყვა (სტად ბაგნერე, საფრანგეთი) და შაკო ოდიშარია (ავენირ კასტანე, საფრანგეთი).

 

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება 1 ნოემბერს თბილისში გაიმართება. რუსეთამდე „ბორჯღალოსნები“ 23 ოქტომბერს შოტლანდიის ნაკრებს ესტუმრებიან, რუსეთის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ კი „8 ერის“ გათამაშებაში ჩაერთვებიან.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X