17:53 | 2021-07-20 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რუსეთის მოქალაქეები ხშირად გაყალბებული PCR ტესტის პასუხით შემოდიან ქვეყანაში – ბიძინა კულუმბეგოვი

რუსეთის მოქალაქეები ხშირად გაყალბებული PCR ტესტის პასუხით შემოდიან ქვეყანაში – ბიძინა კულუმბეგოვი

„ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა, ამ ტალღის პირობებში გახლავთ ვაქცინირების ძალიან დაბალი პროცენტი და ამ დროს ქვეყნის სრული გახსნა და დერეგულაცია. ჩვენ ამით ვერაფერი მოვიგეთ სამწუხაროდ.“ – ამის შესახებ ​ალერგოლოგ – იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „დღის კურიერში“ განაცხადა.

 


მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატების შესაჩერებლად, სახელმწიფომ რისკის ქვეყნებიდან ტურისტების შემოშვება უნდა გაამკაცროს. მისი ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები ხშირად გაყალბებული PCR ტესტის პასუხით შემოდიან ქვეყანაში. ის კარანტინის რეჟიმის შემოღების მომხრეა.

 

„ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა, ამ ტალღის პირობებში გახლავთ ვაქცინირების ძალიან დაბალი პროცენტი და ამ დროს ქვეყნის სრული გახსნა და დერეგულაცია. ჩვენ ამით ვერაფერი მოვიგეთ სამწუხაროდ. ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია, რომ რისკის ქვეყნებიდან უნდა აიკრძალოს ტურისტების შემოსვლა. ჩვენ გვყავს ჩრდილოელი მეზობელი რისკის ქვეყანა, საიდანაც გაყალბებული PCR – ის ცნობებით შემოდიან.

 

ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მინიმალური თანხის საფასურად აყალბებს PCR – ის ცნობებს და ეს საკმარისი არ უნდა იყოს მათი აქ შემოშვებისთვის. კარანტინის რეჟიმი უნდა დაწესდეს. ასეთი ტიპის რეგულაციები ვფიქრობ ერთ-ერთი გამოსავალი იქნება.

 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ძალიან დიდი რისკის წინაშე დგანან, სამწუხაროდ მედიკოსები ამას ვერ აცნობიერებს და ალბათ ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სამედიცინო პერსონალზე ვაქცინაცია  სავალდებულო უნდა იყოს“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


X