10:35 | 2020-04-25 ავტორი: ანეტი მიქელაძე

რუსეთის დესტრუქციული ქმედებები და პროპაგანდა რეაგირების გარეშე არ რჩება – ლაშა დარსალია

რუსეთის დესტრუქციული ქმედებები და პროპაგანდა რეაგირების გარეშე არ რჩება – ლაშა დარსალია

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება კვლავ მძიმეა. ეს განსაკუთრებით ეხება ცხინვალის რეგიონს, სადაც უკვე მერვე თვეა გადაკეტილია გადასასვლელები, რაც ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგორის რაიონს. არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის დესტრუქციული ქმედებები – რამდენიმე დღის უკან მათ განაახლეს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი“, –  აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

 

მისი თქმით, ამასთან, კიდევ უფრო ძლიერდება რუსული პროპაგანდა – ერთი მხრივ, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, მეორე მხრივ, ხდება საქართველოს ხელისუფლების.

 

დარსალიას განცხადებით, იმ ფონზე, როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიმართულია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისადმი, რუსეთი ცდილობს შექმნილი ვითარება გამოიყენოს საკუთარი დესტრუქციული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად.

 

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უყურადღებოდ არ დარჩეს არც ერთი ასეთი ფაქტი და მოხდეს სათანადო რეაგირება რუსეთის შესაკავებლად. ხაზი მინდა გავუსვა არსებული ვითარების ფონზე იმ უპრეცედენტო მხარდაჭერას, რაც საქართველოს ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,“ – აღნიშნავს დარსალია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

ისეთი აფეთქებაც არ გვაქვს, სიამაყეს გადავაბიჯოთ და დახმარება თბილისს ვთხოვოთ - დე-ფაქტო აფხაზეთი 
2020-04-24ისეთი აფეთქებაც არ გვაქვს, სიამაყეს გადავაბიჯოთ და დახმარება თბილისს ვთხოვოთ - დე-ფაქტო აფხაზეთი 
ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები