02:52 | 2020-05-07 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რუსეთი ტრადიციულად ცდილობს, გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაზე – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

რუსეთი ტრადიციულად ცდილობს, გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაზე – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

 

ჯორჯ კენტის თქმით, რუსეთი იტყუება, რომ ლაბორატორია დაავადებას ქმნიდა.

 

„სამწუხაროა, მაშინაც კი, როდესაც ვეძებთ საერთაშორისო თანამშრომლობის გზებს, რუსეთი ტრადიციულად ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით.

 

კერძოდ, საქართველოში, სადაც ეს ლაბორატორია მდებარეობს. რუსეთის სიცრუეა, რომ ლაბორატორია ქმნიდა დაავადებას, ნაცვლად მასთან ბრძოლისა“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +