15:15 | 2020-04-21 ავტორი: Prime Time

რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა განიხილოს – ლავროვი

რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა განიხილოს – ლავროვი

„რუსეთი მზად არის განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში“,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვიდეოკონფერეციის დროს განაცხადა.

 

მისივე თქმით, მთავარია საქართველოს მხრიდანაც იყოს ამის სურვილი.

 

„რუსეთი მზად არის განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, თუ მსგავსი წინადადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება.

 

მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე განსაკუთრებით სარგებელს მოგვცემს, მაგრამ თუ ისინი ამას შემოგვთავაზებენ, ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას“,-განაცხადა ლავროვმა.

 

იგი ასევე იმედოვნებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა მალე განახლდება.

 

„ჯერჯერობით, ავიამიმოსვლა შეწყვეტილია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ჩვენთვის მთავარია, რომ თბილისში რუსოფობიური კამპანია არ გაიზარდოს, დასრულდეს ისეთი ექსცესები, რომელსაც თბილისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეაზე ჰქონდა ადგილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, ჩვენ მაინც ვართ იმ მდგომარეობაში ახლა, რომ ავიამიმოსვლა შეწყვეტილია“,- დასძინა ლავროვმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები