15:13 | 2020-02-03 ავტორი: Prime Time

რუსეთი კორონავირუსით დაავადებულ უცხოელებს დაადეპორტებს

რუსეთი კორონავირუსით დაავადებულ უცხოელებს დაადეპორტებს

რუსეთმა შესაძლოა კორონავირუსით დაავადებული უცხოეთის მოქალაქეები დაადეპორტოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა.

 

„ახალი კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში დაავადებების სიას დაემატა. ჩვენ შეგვიძლია უცხო ქვეყნის დაავადებული მოქალაქეების დეპორტაცია. ასევე მივიღებთ სპეციალურ ზომებს, როგორიცაა იზოლაცია და კარანტინი“, – განაცხადა მიშუსტინმა.

 

კორონავირუსის გამო, სოჭში 12-14 თებერვალს დაგეგმილი ეკონომიკური ფორუმიც გააუქმეს.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ორი შემთხვევა რუსეთში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, რის გამოც ჩინეთის მიმართულებით 200-მდე ფრენა გაუქმდა, ასევე შეზღუდვები დაწესდა სახმელეთო საზღვარზე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X