fbpx
18:56 | 2021-01-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რუსეთი კლავს! – როგორ ეხმიანებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში

რუსეთი კლავს! – როგორ ეხმიანებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებას ცნობილი ქართველები გამოეხმაურნენ.

 

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა: „ყველას გილოცავთ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ საქმის მოგებას. საქართველომ ეს დავა მოიგო. რუსეთი დამარცხდა და საქართველომ გაიმარჯვა.რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია, ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალა. რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა! რუსეთი კლავს! 2008 წლის უმძიმესი აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების ვერცერთი ფოტო ომის

 

სისასტიკეს ვერ ასახავს. დღევანდელ გამარჯვებას ამ ფოტოთი გილოცავთ! საქართველომ უნდა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და გაწევრიანდეს იმ ორგანიზაციებში, სადაც წევრობის სურვილისთვის რუსეთს ჩვენი დასჯა არაერთელ უცდია და ცდილობს! წინ საქართველო, წინ! გილოცავთ“

 

 

„მთავარი“ არხის დირექტორი, ნიკა გვარამია: თინა ბურჯალიანი, აღსრულდა ჩვენი ცხოვრების მთავარი საქმე. აწი შეგვიძლია შვილიშვილებს დაველოდოთ, ამბების მოსაყოლად გილოცავ! მთავარი, რა თქმა უნდა, შენ იყავი. მე კიდე – შენი მინისტრი.

 

მომღერალი ზურა ხაჩიძე: “სამართალმა პური ჭამა” რუსეთი რა თქმა უნდა ოკუპანტია! მოვა დრო და დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს! გილოცავთ მართლაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას! დიდება გმირებს ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში დაეცა! დიდი მადლობა თეა წულუკიანს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში და სარჩელის მომზადებაში! სოფო ჯაფარიძეს,თეა წულუკიანს.

 

 

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: სტრასბურგში პროცესი რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ მოიგო. ჩვენ გავიმარჯვეთ! კონკრეტული ადამიანების დამსახურებით და მათ შორის თინა ბურჯალიანი. შენ იყავი ერთ-ერთი მთავარი. მადლობა!

 

ვუსამძიმრებ თეა წულუკიანს. ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა. ისევე როგორც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და ყველა, ვინც ამბობდა რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ვულოცავ ყველა ქართველს გამარჯვებას. ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ეს ქვეყანა უყვარს! მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ და პოლიტიკურ კუთვნილებას.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე: ძალიან მნიშვნელოვანი და მოსალოცი ამბავი – საქართველომ რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებული სასამართლო მოუგო სტრასბურგში. ცხადია, ვიცით, რომ ეს იმ განადგურებული ადამიანებისთვის ვერაფერს შეცვლის, არც რამე კონკრეტულის მოლოდინი გვაქვს ხვალ და ზეგ, მაგრამ ისტორიული აზრით, სამომავლო პერსპექტივისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

 

დეკანოზი პეტრე კოლხი: რუსეთი საქართველოს მტერია, ეს საყოველთაოდ აღიარეს. ამისთვის იბრძოდა ილია და სხვებიც, ვინც ერის დამოუკიდებლობას შეეწირა. გილოცავთ!..

 

დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X