15:37 | 2021-04-24 ავტორი: Prime Time

რუსეთი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ ჩეხური ლუდის იმპორტს კრძალავს

რუსეთი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ ჩეხური ლუდის იმპორტს კრძალავს

ჩეხეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ, რუსეთი ჩეხური პროდუქციის მათ შორის, ლუდის იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

 

ვადიმ დრობიზი, ალკოჰოლური სასმელების ფედერალური და რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი, მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ სასმელის აკრძალვა ჩეხეთის რესპუბლიკისთვის „სიმბოლური სიწითლე გახდება”.

 

VIDEO: აზერბაიჯანელმა დეპუტატმა ონლაინ შეხვედრის დროს თანამშრომელი სექსუალურად შეავიწროვა
2021-04-24VIDEO: აზერბაიჯანელმა დეპუტატმა ონლაინ შეხვედრის დროს თანამშრომელი სექსუალურად შეავიწროვა

 

2020 წლიდან რუსეთში ჩეხური ლუდის იმპორტი 10%-ით გაიზარდა და 38 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ჩეხეთმა რუსეთიდან 81 დიპლომატი გააძევა. მათ ბრალი ჯაშუშურ საქმიანობაში ედებათ.

 

ვლადიმერ პუტინი ფედერალური ასამბლეისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ჩეხეთს დაპირდა, რომ  „არამეგობრულ ქმედებებზე“ რუსეთის პასუხი იქნება „ასიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი”.

ავტორი: Prime Time

X