23:52 | 2020-06-02 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა ქურდი და გარყვნილი პოლიტიკოსი – ირაკლი ღარიბაშვილი

რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა ქურდი და გარყვნილი პოლიტიკოსი – ირაკლი ღარიბაშვილი

ბატონი ოქრუაშვილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო არსებობს, რუსეთში “გრუს” ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს, რომ შემოსულიყო საქართველოში, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტპატიმრებზე საუბრისას განაცხადა.

 

ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთ ამერიკელ კონგრესმენს ან სენატორს შეიძლება ჰქონდეს კითხვები და ეს ნორმალურია.

 

„ჩვენს სახელმწიფოს აქვს უმაღლესი დონის ურთიერთობა აშშ-სთან. ის, რომ რამდენიმე კონგრესმენსა თუ სენატორს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე კითხვა, ეს არის სრულიად ნორმალური. ეს დემოკრატიის მაჩვენებელია და ნორმალური პროცესია.

 

ვფიქრობ, ეს საჭიროებს მეტ კომუნიკაციას ჩვენი მხრიდან, გადახედვას საჭიროებს ის კომუნიკაციის ხარისხი, რაც ჩვენ გუნდს აქვს.

 

ნახევარმილიონიანი საათი რომ მეკეთოს, მილიარდერი უნდა ვიყო - ირაკლი ღარიბაშვილი
2020-06-02ნახევარმილიონიანი საათი რომ მეკეთოს, მილიარდერი უნდა ვიყო - ირაკლი ღარიბაშვილი

 

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომელია პოლიტპატიმარი, რომელიც თქვენ ახსენეთ. განვიხილოთ. ბატონი ოქრუაშვილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო არსებობს, რუსეთში “გრუს” ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს, რომ შემოსულიყო საქართველოში.

 

რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის. რა, პოლიციამ ტყუილად დააკავა რურუა? ეჭვებს სჭირდება დასაბუთება.

 

უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი, კლასიკური ქურდის ეტალონი. არ მინდა ვიხმარო ეს ეპითეტი, მაგრამ თავად არ იშურებენ შეურაცხყოფას – ყველაზე ნამდვილად გარყვნილი პოლიტიკოსი ჩვენს რეალობაში. ყველაზე კორუმპირებული, მთავარი ქურდი. 50 მილიონი ლარის მომპარველი რატომ არის პოლიტპატიმარი, საზოგადოებას ვეკითხები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

X