fbpx
12:03 | 2020-10-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რუკა, სადაც ახალქალაქი და საქართველოს სხვა ტერიტორიები სომხეთის საზღვრებშია

რუკა, სადაც ახალქალაქი და საქართველოს სხვა ტერიტორიები სომხეთის საზღვრებშია

ფრანგმა პოლიტიკოსმა, ლორან ვოკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ფოტო​​, სადაც სომხეთის რუკის საზღვრებში, ახალქალაქი და საქართველოს სხვა ტერიტორიებია მოქცეული.

 

ფოტო სოციალურ ქსელში აღარ იძებნება, როგორც ჩანს ფრანგმა პოლიტიკოსმა ფოტო წაშალა.

 

ფაქტს საქართველოს ელჩი საფრანგეთში თეა კაკუტია ეხმაურება.

 

ოვერენი-რონ-ალპის რეგიონის მიერ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სამოქალაქო პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ნამდვილად მისასალმებელი.

 

ინიციატივაა. თუმცა, რუკის ფონად ჩვენება, რომელზეც სომხეთი მნიშვნელოვნად სცდება მის საზღვრებს და რომლის მიხედვითაც საქართველოს შემადგენელი ნაწილი (ახალქალაქის რაიონი) სომხურ ტერიტორიად არის აღნიშნული, სულ მცირე, უხერხულია.

 

ამჟამად რეგიონში არსებული უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, ამგვარი კარტოგრაფიული ასახულობა მხოლოდ სიძულვილის გაღვივებასა და დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება“, – წერს თეა კაკუტია

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X