fbpx
12:01 | 2020-06-03 ავტორი: თამთა თორდია

რთული ვითარების მიუხედავად, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა – კალაძე

რთული ვითარების მიუხედავად, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ რთული ვითარების მიუხედავად, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა.

2020-05-29"ჩვენს ხელში გაზრდილი ბავშვია!" - კახა კალაძის მოადგილე ალექსანდრე ბასილაიას და ელდარ შენგელაიას შვილიშვილია

 

 

 

„მე არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, ჩვენ არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეგვიჩერებია.

 

წლის დასაწყისში ჩვენ ვსაუბრობდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, თუნდაც ბიუჯეტის თვალსაზრისით, თუნდაც იმ პროექტების თვალსაზრისით, რაც უნდა გაკეთდეს თბილისისთვის“,- განაცხადა კალაძემ.

 

მისი თქმით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გარკვეული გადახედვები მოუწევთ.

 

„თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პროექტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არ განხორციელდება, პირიქით ყველა პროექტი განხორციელდება, უბრალოდ დღევანდელი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დროში რაღაცები გადაიწევს და ამაზე დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.

 

ერთი, რაც მინდა, ვთქვა სრული პასუხისმგებლობით, ჩვენ არც ერთ პროექტზე სამუშაოები არ გაგვიჩერებია, შეიძლება ვერ მიმდინარეობდა სამუშაოები იმ ტემპით, როგორც ეს უნდა ყოფილიყო და ვსაუბრობდით წლის დასაწყისში, მაგრამ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული გარემოება და მდგომარეობა, შესაბამისად, ყველა პროექტზე მიმდინარეობდა მუშაობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორი: თამთა თორდია


X